This is a specific ad

მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, შესაძლებელია ზვავები-სინოპტიკოსების პროგნოზი

61

Another advertisement

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია თოვლის ზვავები.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მარნეულელმა ძიუდოისტებმა, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს სამი მედალი მოიპოვეს
Öncəki yazı
ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა