Another advertisement
Georgian Wings-ი სამ ახალ მიმართულებას ამატებს. ავიაკომპანია თბილისი-ტაშკენტი-თბილისის და თბილისი-კიშინეუ-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს განახორციელებს, თბილისი-აქტაუ-თბილისის მიმართულებით, კი სამგზავრო რეგულარულ ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს, ფრენები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს და კვირა დღეს. აღნიშნულ ავიარეისებზე მგზავრებს Georgian Wings-ი 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-300-ით მოემსახურება.