This is a specific ad

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

66

Another advertisement

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საპრეტენზიო განაცხადების მიღება 7 აგვისტოდან დაიწყება.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადით მომართონ 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 9 აგვისტოს 18:00 საათამდე. განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სპეციალური ბმულის გამოყენებით.

აბიტურიენტი შეძლებს გაასაჩივროს როგორც მთელი ნაშრომის, ასევე კონკრეტულად იმ დავალების შეფასება, რომელსაც არ ეთანხმება. აპელაციის საფასურს გამოსაცდელი იხდის სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება განცხადების საფუძველზე).

დეტალური ინფორმაცია სააპელაციო განაცხადის შევსებასთან, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რამდენად იყიდით დოლარს და ევროს – 7 აგვისტოს ვალუტის კურსი
Öncəki yazı
35 გრადუსი – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში