This is a specific ad

მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად მოთხოვნები მარტივდება – ცვლილებას პარლამენტში განიხილავენ

61

Another advertisement

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განმარტებით, კანონპროექტის მიღებით ლიცენზიის მაძიებელი მიკრობანკი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ვალდებული იქნება საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ზოგადი ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის ან მფლობელობის სტრუქტურის შესახებ, ვალდებულება ხდება დეტალური ინფორმაციის წარდგენაც მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესახებ, ასევე შუალედური მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების პროცესის დახვეწისა და გამარტივების თვალსაზრისით, მიზანშეწონილია კანონში შევიდეს ცვლილება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
GEORGIAN AIRWAYS-ი თბილისიდან სანქტ-პეტერბურგშიც იფრენს
Öncəki yazı
რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება – ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან