This is a specific ad

მთავრობის დაკომპლექტება პრეზიდენტთან მჭიდრო კონსულტაციით მოხდება – მამუკა ხაზარაძე

67

Another advertisement

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა, რასაც „ქართული ქარტია“ ითვალისწინებს, არის არჩევნების მოგება და ყველა რუსული კანონის გაუქმება.

რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ხაზარაძე ამბობს, რომ მთავრობის დაკომპლექტება პრეზიდენტთან მჭიდრო კონსულტაციით მოხდება.

„მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი პატივისცემა პრეზიდენტის მიმართ. იცით, რომ ჩვენ ქარტიას შევუერთდით, როგორც კი იგი ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. ქარტიაში მთავარი არის ის, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოახდინოს ამომრჩევლებთან ერთად რუსული ოცნების ხელისუფლებიდან გასტუმრება. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. შესაბამისად, ყველა იმ კანონების, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინსპირაციას, სასწრაფოდ გამოწვევა პარლამენტიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა არჩევნების მოგება და ყველა რუსული კანონის გაუქმება.

რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ამ ქვეყანას რაც აკლია, ეს არის პროფესიონალები. სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ, მართავენ არათუ სფეროებს, თვალი რომ გადაავლოთ „ქართული ოცნების“ მინისტრებს, მიხვდებით, რომ სრული ქაოსია. ელემენტარული განათლება არ აქვთ როგორ უნდა მართონ, მაგალითად, ჯანდაცვის სფერო, ეკონომიკა ან სოფლის მეურნეობა. ამიტომაც ვართ ამ დღეში. მთავრობის კომპლექტაცია პრეზიდენტთან ძალიან მჭიდრო კონსულტაციით მოხდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ნიდერლანდები უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 209,5 მილიონ ევროს გამოუყოფს
Öncəki yazı
ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები