This is a specific ad

“მთავარი არხის” რეკლამების რაოდენობის ზრდა თვის ბოლოს ჩემთვისაც კარგია – ნიკა გვარამია

55

Another advertisement

ტელეკომპანია “მთავარი არხის” წამყვანმა მის საავტორო გადაცემაში “ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები”, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას სტუმრობისას განაცხადა, რომ რეკლამების რაოდენობა მომრავლდა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რაც მისთვის ცუდია, მაგრამ ტელევიზიისთვის კარგი.

ეკა კვესიტაძის საპასუხოდ ნიკა გვარამიამ თქვა, რომ რეკლამების რაოდენობის ზრდა თვის ბოლოს მისთვისაც კარგია, რაზეც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ სტუმარი დირექტორის პოზიციიდან საუბრობდა.

ნიკა გვარამიამ წამყვანს შეუსწორა, რომ მან არა როგორც დირექტორმა, არამედ როგორც ყოფილმა დირექტორმა უპასუხა. აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის თანამდებობა 2024 წლის თებერვლიდან დატოვა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გააკრიტიკა
Öncəki yazı
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2024 წლის ეკონომიკურ პროგნოზს ზრდის