Another advertisement
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ, იმ ფონზე, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინას წევრად არ იღებს, ასობით ათასი უკრაინელის სიცოცხლის გაწირვა და ქვეყნის ნგრევა აზრს მოკლებულია.
“მე ვიყავი სტამბოლის მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი, თუმცა მეც კი არ ვიცი ბოლომდე, რატომ შევწყვიტეთ მოლაპარაკებები. არადა, სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი სულაც არ იყო ცუდი. ბევრი ამბობდა, NATO-ზე უარი არ შეიძლებოდა, თუმცა ვინ თქვა, რომ NATO წევრად გვიღებს? სამაგიეროდ, 300 000 ადამიანი ცოცხალი იქნებოდა და ნახევარი უკრაინა არ იქნებოდა დანგრეული და დანაღმული“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი.