This is a specific ad

მარნეულში სასკოლო რაგბის ფესტივალი გაიმართა

59

Another advertisement
🏉საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე რაგბის კავშირისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სარაგბო კლუბის “არმაზის” ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს სპორტულ მოედანზე, “ჩაერთე რაგბიში” პროექტის ფარგლებში, სასკოლო რაგბის ფესტივალი გაიმართა.
🏉🏉ფესტივალში მონაწილეობა მიიღო მარნეულის მეორე, მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლის, ასევე სოფელი წერეთლის და სოფელ თამარისის სკოლის მოსწავლეებმა. ჯამში ფესტივალში მონაწილეობდა 120 მოსწავლე.
🏈🏈პროექტის „ჩაერთე რაგბიში” მიზანია მოზარდებისათვის სპორტის ამ სახეობის უკეთ გაცნობა, თამაშის პრინციპების შესწავლა და მორაგბეების უნარ ჩვევების ჩამოყალიბება, ასევე რაგბის, როგორც სპორტის სახეობისა და ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტში ჩართულნი არიან სკოლის მოწაფეები, წესებიც მათზე მორგებული და უსაფრთხოა.
👉პროექტის სლოგანია, სცადე, ითამაშე დარჩი რაგბიში
Kateqoriya: İdman, Maraqlı, Marneuli
Sonrakı yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი დედაქალაქის პარალელურად ქალაქ მარნეულშიც გაიმართა
Öncəki yazı
BMT Gürcüstanın işğal olunmuş ərazilərindən olan məcburi köçkünlərin evlərinə qayıtmaq hüququnu təsdiqləyib