Another advertisement
მარნეულის საკრებულომ გამოაცხადა 10 ვაკანსია
QafqazTürk ამის შესახებ “რადიო მარნეულზე” მითითებით იუწყება.
აღვნიშნოთ რომ, ვაკანსიებზე მინიმალური ხელფასი 1936 ლარია, მაქსიმალური კი 2783 ლარი.
დახურული კონკურსის ვაკანსიები:
- საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილება – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, 2 ვაკანტური ადგილი, თანამდებობრივი სარგო 2057 ლარი.
- საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილება – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, 1 ვაკანტური ადგილი, თანამდებობრივი სარგო 1936 ლარი.
- საკრებულოს აპარატის გენდერული საკითხების და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილება – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, 2 ვაკანტური ადგილი თანამდებობრივი სარგო 1936 ლარი.
- საკრებულოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური და კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილება – უფროსი სპეციალისტი, 1 ვაკანტური ადგილი, თანამდებობრივი სარგო 1936 ლარი.
- საკრებულოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური და კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილება – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, 1 ვაკანტური ადგილი, თანამდებობრივი სარგო 1936 ლარი.
ღია კონკურსის ვაკანსიები:
- საკრებულოს აპარატის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება – უფროსი, 1 ვაკანტური ადგილი, თანამდებობრივი სარგო 2 783 ლარი.
- საკრებულოს აპარატის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება -პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, 2 ვაკანტური ადგილი, თანამდებობრივი სარგო 2057 ლარი.
კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება:
- განცხადების გადარჩევა
- ზეპირი დავალება
- გასაუბრება