This is a specific ad

მარნეულის მუნიციპალიტეტმა, სპორტის ახალ მიმდინარეობას, ფეინთბოლის ადგილობრივ ჩემპიონატს უმასპინძლა

105

Another advertisement

მარნეულის მუნიციპალიტეტმა, სპორტის ახალ მიმდინარეობას, ფეინთბოლის ადგილობრივ ჩემპიონატს უმასპინძლა.

ჩემპიონატს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები იღებდნენ.

ჩემპიონატისთვის სოფელ წერეთელში საფეხბურთო მოედანზე არენა მოეწყო. გუნდებად გადანაწილებულ მოთამაშეებს, უსაფრთხოების მიზნით, ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი და შეიმოსნენ სპეციალური ეკიპირებით.

ჩემპიონატის გამარჯვებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გუნდი გახდა, რომელსაც საქართველოს ფეინთბოლის ფედერაციამ თასი გადასცა.

თითოეულ მუნიციპალიტეტში გამარჯვებული გუნდები თბილისში, ფეინთბოლის არენაზე, ფინალში ითამაშებენ და წლის ჩემპიონი გუნდი გამოვლინდება.

აღნიშნული ტურნირის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სპორტის პოპულარიზაციაა.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
Öncəki yazı
რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება სამხედრო, რომელსაც სწავლების დროს მეხი დაეცა