This is a specific ad

მარნეულის მუნიციპალიტეტი იწყებს მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასების პროცესს – ვრცლად

66

Another advertisement

მარნეულის მუნიციპალიტეტი USAID -ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, იწყებს მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასების პროცესს.

QafqazTürk იუწყებს რომ, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მარნეულის მერია.

“კვლევის ფარგლებში ჩატარდება ორი ფოკუს ჯგუფი. მიღებული შედეგები დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ საქმიანობა და მონაწილეობითი დემოკრატიის ხარისხი.

ამ მიზნით, 15 აგვისტოს გიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების, სათემო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო აქტივისტებსა და აქტიურ მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღოთ ფოკუს ჯგუფში და გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები მუნიციპალიტეტში მიმდინარე მონაწილეობითი პროცესების შესახებ.

ფოკუს ჯგუფი გაიმართება ონლაინ შეხვედრის ფორმატში.

სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე 13 აგვისტოს ჩათვლით: https://docs.google.com/…/1FAIpQLSfn0QSlW906Vr…/viewform

თითოეული ფოკუს ჯგუფის შემადგენლობა : 8- 12 ადამიანი.

მონაწილეები შეირჩევიან სექტორული ბალანსის კრიტერიუმის დაცვით. შერჩეულ მონაწილეებს ფოკუს ჯგუფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის შემდგომ მოგაწვდით.”- აღნიშნულია განცხადებაზე.

Sonrakı yazı
Marneulidə ölümlə nəticələnən qəza
Öncəki yazı
Marneuli bələdiyyəsi vətəndaşların iştirak keyfiyyətinin özünüqiymətləndirmə prosesinə başlayır – ƏTRAFLI