საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით განსახილველად 3 საკითხი იყო წარმოდგენილი.

დეპუტატებმა სამივე საკითხის განხილვას, მათ შორის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების
შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანას, მარნეულის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცებას და მოქალაქეთა დახმარების საკითხს სოციალური მიმართულებით კენჭი დადებითად უყარეს.

2025 წლის 30 იანვრის რიგგარეშე სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, მოადგილე რიჩარდ გიგანი, საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.