პროექტის ფარგლებში, არსებულ სპორტულ მოედანს ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია: შეიცვალა განათების სისტემა, შემოიღობა მოედანი და დაიგო ახალი ხელოვნური ბალახის საფარი.

გარდა ამისა, მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე საბავშვო, სავარჯიშო და დასასვენებელი სივრცეები მოეწყო. ტერიტორიაზე ასევე განახლდა ბუნებრივი ბალახის საფარი და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დაირგო.