This is a specific ad

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გამართა

29

Another advertisement
სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, რომელიც ასევე პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”-ს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია მარნეულში, ამომრჩევლებს 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის, გამოცხადებული ნდობისა და მმართველი გუნდის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
✅ საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით განსახილველად 5 საკითხი იყო წარმოდგენილი.
✅დეპუტატებმა 5 საკითხის განხილვას, მათ შორის, ქალაქ მარნეულში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალურ გეგმას და მოქალაქეთა დახმარების საკითხს სოციალური მიმართულებით კენჭი დადებითად უყარა.
▫️ასევე საკრებულომ ცნობის სახით მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის როვშან ისკანდაროვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი. (,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2024 წლის 01 ნოემბრის განჩინების შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს როვშან ისკანდაროვს დროებით, სასამართლო საბოლოო განჩინებამდე, უჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება და შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.
✅ 2024 წლის 6 ნოემბრის საკრებულოს სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტარიელ მამედოვი, მოადგილე რიჩარდ გიგანი, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Kateqoriya: Maraqlı, Marneuli
Sonrakı yazı
მატჩის დროს, მე­ხის დარ­ტყმის შე­დე­გად ფეხ­ბურ­თე­ლები დაიღუპნენ, არიან დაშავებულებიც
Öncəki yazı
Bu ölkədə rekord həcmdə kokain partiyası müsadirə edilib