This is a specific ad

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, სამოყვარულო ფეხბურთის რეგიონული ეტაპის მატჩს დაესწრო

61

Another advertisement
შეხვედრა მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს მარნეულის მუნიციპალიტეტის გუნდი „წერეთელი“ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გუნდი „ლილე“ დაუპირისპირდნენ. გამარჯვება წერეთლის გუნდმა მოიპოვა.
მატჩს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, საკრებულოს წევრი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ხახულაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
მოყვარულთა ლიგა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ურთიერთ თანამშრომლობით მიმდინარეობს.
Kateqoriya: İdman, Maraqlı, Region
Sonrakı yazı
მერაბ დვალიშვილი ჩემზე ძლიერი იყო, თავის გასამართლებელი მიზეზი არ მაქვს – შონ ო’მალი
Öncəki yazı
ABŞ-dan təəccüblü kriptovalyuta hərəkəti: Bitcoin-i ödəniş vahidi kimi qəbul edir