This is a specific ad

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდულმა საბჭომ“ მორიგი სხდომა გამართა

70

Another advertisement
სხდომას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თემურ შუბითიძე, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ საბჭოს წევრებს წარმატებები უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ახალგაზრდებმა ისაუბრეს საბჭოს სამომავლო გეგმებზე.
შეგახსენებთ, რომ „ახალგაზრდული საბჭოს“ ახალი შემადგენლობა 2 წლის ვადით შეირჩა და დაკომპლექტებულია 16-დან 29 წლამდე ასაკის, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 26 ახალგაზრდისგან.
საბჭოს ძირითად ფუნქციებს ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, შეფასება, მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, ახალგაზრდების ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური, ეკოლოგიური მდგომარეობის და ადამიანის უფლებების შესახებ, წარმოადგენს.
Kateqoriya: Maraqlı, Marneuli, Region
Sonrakı yazı
Yaxın Şərqdə müharibə davam edir
Öncəki yazı
Sərhəd polisinin əməkdaşı həbs edilib