This is a specific ad

მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ამიერიდან დამატებით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 4 ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება

58

Another advertisement
რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 481 360 ლარი გამოიყო.
„ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, ვაგრძელებთ მუნიციპალური ავტოპარკის განახლებას.
რამდენიმე თვის წინ, შევიძინეთ დამატებით ახალი ავტობუსები, დღეს კი 4 ერთეული ნაგავმზიდი.
ჩვენი მიზანია ქალაქი მარნეული და მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფლები უფრო მეტად მოვლილი და დასუფთავებული იყოს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 829 ახალი სანაგვე ურნა განთავსდა.
ახალი მანქანების დამატების შემდეგ, ადმინისტრაციული ერთეულებიდან მყარი ნარჩენების გატანა დროულად განხორციელდება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან კენან ომაროვთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განახლებული ავტოპარკი მოინახულა.
Kateqoriya: Maraqlı, Marneuli
Sonrakı yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტში, 26 მაისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
Öncəki yazı
Gürcüstan 2014-cü ildən əvvəl istehsal olunmuş yük maşınları və avtobusların idxalını qadağan edir