This is a specific ad

მარნეულის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დასკვნით ფაზაშია

64

Another advertisement
მარნეულის მუნიციპალიტეტში, 26 მაისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.
სამუშაო პროცესს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
სოფელ იმირში უკვე დასრულდა სასმელი წყლის 360 გრძივი მეტრი მილსადენის მონტაჟი და 13 სოფლის 1 800-მდე აბონენტს აღუდგა სასმელი წყლის მიწოდება.
ასევე, სოფელ კაჩაგანში დასრულების ეტაპზეა, წყლის სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია. დამონტაჟდა ახალი ტრანსფორმატორი, მიმდინარეობს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების და საყრდენი ბოძების მონტაჟი.
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.
Kateqoriya: Marneuli
Sonrakı yazı
ქალაქ მარნეულში არსებული სახელწოდების არმქონე უსახელო ქუჩის სახელდება განხორციელდება
Öncəki yazı
Marneuli Munisipalitetində təbii fəlakət nəticəsində ziyan dəymiş infrastrukturun bərpası işləri yekunlaşmaq üzrədir