This is a specific ad

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

105

Another advertisement

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა.სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე უძღვებოდა.

საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით განსახილველად 4 საკითხი იყო წარმოდგენილი. დეპუტატებმა ოთხივე საკითხის განხილვას კენჭი დადებითად უყარეს.

საკრებულოს სხდომაზე დადებითად გადაწყდა:◽სასკოლო ლიგა 2023 -ის ქვემო ქართლის გამარჯვებული -მარნეულის N 6 სკოლის გუნდის წევრებისთვის სპორტული ეკიპირება, გუნდის მწვრთნელს კი წახალისების მიზნით ფულადი ჯილდო 1000 ლარი გადაეცემა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები; მოქალაქეთა დახმარების საკითხი სოციალური მიმართულებით.

2023 წლის 29 ივნისის საკრებულოს სხდომას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, მოადგილეები რიჩარდ გიგანი და როვშან ისკანდაროვი, საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, აპარატის თანამშრომლები, მედიის წარმომადგენლები, მარნეულის N6 საჯარო სკოლის დირექტორი და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
მარნეულის მერიამ 130 შეჭირვებულ ოჯახს შესაწირი დაურიგა
Öncəki yazı
Marneuli meri Kənan Ömərovun təşəbbüsü ilə ehtiyaclı ailələrə qurban əti paylanılıb