This is a specific ad

მარნეულის მუნიციპალიტეტმა რაგბის ფესტივალს უმასპინძლა

17

Another advertisement

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის და მარნეულის სარაგბო კლუბ “არმაზის” ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში რაგბის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ხუთი გუნდის ასამდე სპორტსმენმა, მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტის სარაგბო კლუბის”არმაზის” 13 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის აღსაზრდელებმა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ:

მარნეულის “არმაზი”

თბილისის “ქორები”

მარტყოფის “მარტყოფი”

თბილისის “არმაზის” ორი გუნდი.

“არმაზი1” “არმაზი2”

მსგავსი ფესტივალების მიზანია მოზარდებისათვის რაგბის უკეთ გაცნობა, თამაშის პრინციპების შესწავლა, მორაგბეების უნარ ჩვევების ჩამოყალიბება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ფესტივალში მონაწილეობენ 13 წლამდე ნოჩი მორაგბეები წესებიც მათზე მორგებული და უსაფრთხოა

ფესტივალს ესწრებოდნენ: მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი და სარაგბო კლუბის “არმაზის” პრეზიდენტი, გიორგი სოსელია.

Kateqoriya: İdman
Sonrakı yazı
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
Öncəki yazı
Bu gün hökumətin iclası keçirilib – 13 məsələ müzakirə edilib