მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გამართა

101

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გამართა.

საკრებულოს სხდომის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გურიაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.✅საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით განსახილველად 4 საკითხი იყო წარმოდგენილი.

დეპუტატებმა ოთხივე საკითხის განხილვას, მათ შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს; მოქალაქეთა დახმარების საკითხს სოციალური მიმართულებით; ქალაქ მარნეულში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის საკითხის მოგვარებას და მარნეულელი სპორტსმენის, მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის თამაზ ბოჭოიძისა და მისი პირადი მწვრთნელის, შერმადინ ბოჭოიძის ფულადი ჯილდოთი წახალისებას კენჭი დადებითად უყარეს.

2023 წლის 12 სექტემბრის სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, მოადგილეები რიჩარდ გიგანი და როვშან ისკანდაროვი, საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Prezident 9 məhkumu əfv edib
Öncəki yazı
Marneuli bələdiyyə məclisinin növbəti iclası keçirilib