This is a specific ad

მარნეულის მერია – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

33

Another advertisement

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში დაიგება ორ ფენიანი 1 500 გრძივი მეტრი ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხები. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერეს.

პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს.

Kateqoriya: Maraqlı, Marneuli, Region
Sonrakı yazı
ცესკო-მ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
Öncəki yazı
რეჟისორ სერგო ფარაჯანოვს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული ლეგენდის წოდება მიანიჭა