This is a specific ad

მარნეულის თვითმმართველობის მიერ ინიცირებული ახალგაზრდული იდეების კონკურსი

76

Another advertisement

2023 წლის მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ ინიცირებული ახალგაზრდული იდეების კონკურსი.

ახალგაზრდული იდეები – დაფინანსება არაუმეტეს 3000 ლარი;

პროექტის წარმომდგენი სუბიექტები არიან:• მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18-დან – 30 წლამდე საქართველოს მოქალაქე(ები), რომელსაც არ აქვს მოპოვებული პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მიზნის შესაბამისი დაფინანსება ,,დონორის’’ მიერ;

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ამ პროგრამის მიზნის შესაბამის პროექტს;• მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18-დან 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი.

ახალგაზრდული იდეების პროექტის მიმართულებებია:• მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება;• ინტეგრაციის ხელშეწყობა;• ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;• გარემოს დაცვა;• სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა.

პროექტის ფორმატი:🟡 განაცხადის წარმოდგენა აუცილებელია ქართულ ენაზე;🟡 განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 3 ივლისი;

სრულყოფილი განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად (ფორმა №1აპლიკანტის განცხადება; ფორმა №2 საპროექტო განაცხადი, ფორმა №3 პროექტისბიუჯეტი; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

სხვა დამატებითიდოკუმენტაცია შესაბამისი საჭიროებით) უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულადმარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ელ-ფოსტაზე -municipaliteti@marneuli.gov.ge ან დედანი დოკუმენტაციის რეგისტრაციამარნეულის მერიაში; აუცილებელია დოკუმენტაცია იყოს ხელმოწერილი ან/დაარსებობის შემთხვევაში ბეჭდით დამოწმებული.

შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ინდივიდიალური თანამშრომლობა(გასაუბრება, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა;პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებით დამატებითი ფორმის შევსება)

კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო პირია: გიორგი ფარჯიანი (ტელ: 595928150)

საპროექტო განაცხადს კომისია განიხილავს, განაცხადის წარდგენიდანარაუმეტეს ერთი თვის ვადაში;

იმ შემთხვევაში თუ არსებობს დასაბუთებული გარემოება, ამ ვადის გაგრძელებაშესაძლებელია კომისიის გადაწყვეტილებით არაუმეტეს ერთი თვისა.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Azərbaycanlı deputat quru sərhədlərin açılmasından danışdı
Öncəki yazı
Günorta yuxusunun faydaları