This is a specific ad

მარნეული მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

56

Another advertisement
მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც თბილისში მეოთხედ ტარდება, წელს 14, 16 და 22 ივნისს, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათებლო პროგრამებით, მარნეულს ეწვევა. ორგანიზატორი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაა. ჩინეთის, იტალიის და საქართველოს წარმომადგენლების მიერ გაიმართება არაერთი სპექტაკლის ჩვენება და ვორქშიოფი. წარმოდგენებზე დასწრება ტავისუფალია და ნებისმიერ მსურველს აქვს შანსი გახდეს ამ საოცარი წარმოდგენის მაყურებელი.
პროგრამით გატვალისწინებული წარმოდგენები ჩატარდება:
  • 14 ივნისი – 15:00სთ. მარნეული, კულტურის სახლი. სპექტაკლი „კვლავ გაერთიანება და დამშვიდობება“ ჩინეთის მოცეკვავეთა ასოციაცია, პეკინის უნივერსიტეტი;
  • 16 ივნისი – 15:00სთ. მარნეული, საჯარო ბიბლიოთეკა ALPHAZTL-ის პრეზენტაცია, ვორქშოფი, იტალია;
  • 22 ივნისი – 13:00სთ. მარნეული, კულტურის სახლი, სპექტაკლი „ვოიცეკი“, „მოძრაობის თეატრი“, საქართველო.
Sonrakı yazı
Marneuli-Tbilisi magistralının Koda kəndi yaxınlığında hərəkətdə olan yük maşını yanıb
Öncəki yazı
მარნეული-თბილისის გზაზე სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა