გოგონების კლუბის ინიციატივით, მარნეულში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში კლუბის წევრების მიერ გარემოსდაცვით საკითხებზე შექმნილი პოსტერები გავრცელდა.
აღნიშნული აქტივობის მიზანს წარმოადგენდა მოწოდებების გაზიარება თემის წევრებისთვის, რომ არ დავაბინძულოთ გარემო, ვიზრუნოთ მასზე, რადგან სუფთან, ჯანსაღ და მდგრად გარემოში ცხოვრება ადამიანის საყოველთაო უფლებაა.
მარნეულის გოგონების გაძლიერების კლუბი შეიქმნა “კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით.
გოგონების გაძლიერების კლუბის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონებისა და ქალების ცნობიერების ამაღლება სოფლის მეურნეობის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების, მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი საკითხების, კლიმატის ცვლილების, კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის შესახებ და მათი ჩართულობის ხელშეწყობა, ადგილობრივ დონეზე, კლიმატის მიმართ მდგრადი და ეკომეგობრული პრაქტიკების დანერგვასა და განხორციელებაში.