This is a specific ad

მამინაცვალს შშმ პირი ორი თვის განმავლობაში ოთახში ჰყავდა გამოკეტილი – საქმის სკანდალური დეტალები

54

Another advertisement

შიდა ქართლში 6 წელი მიესაჯა პირს, რომელსაც, შშმ პირი ორი თვის განმავლობაში ოთახში ჰყავდა გამოკეტილი – ინფორმაციას რეგიონული გამოცემა qartli.ge ავრცელებს.

პროკურორ ოთარ დოხნაძის განცხადებით, მსჯავრდებული, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან აღარ სურდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოვლა, რადგან მიაჩნდა, რომ იგი თავისი ოჯახისათვის წარმოადგენდა ზედმეტ ტვირთს, გერს, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეეძლო გადაადგილება, თავის მოვლა და კვება, თავისუფლება აღუკვეთა და არაადამიანურად ეპყრობოდა. “2022 წლის მარტიდან 5 მაისამდე პერიოდში ჩაკეტილი ჰყავდა სახლის საცხოვრებლად უვარგის, მცირე ზომის ოთახში, რომელშიც დაზარალებულს არ ჰქონდა ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, არ იყო უზრუნველყოფილი მედიკამენტებით, არ ჰქონდა სათანადო მოვლა და კვება, რის გამოც იგი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ და ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას”, – აღნიშნა პროკურორმა.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı
Sonrakı yazı
55 წლის ქართველმა ვარშავის სავაჭრო ცენტრში მომხმარებელი სარეკლამო ბანერით სცემა
Öncəki yazı
„როიტერი“: რუსული ძალები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ვუჰლედარში შეიჭრნენ