This is a specific ad

“ლელომ” პარტნიორებთან შეთანხმება ვერ მოახერხა – ანა ბუჩუკური

71

Another advertisement

რატომ არ შედგა მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას პოლიტიკური ალიანსი? მიზეზად დასახელდა “ლელოსთან” გაერთიანებაში მყოფი ლევან ცუცქირიძის განცხადება.

ეს არგუმენტი გავიგეთ მამუკა ხაზარაძისგან, მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, თუ როგორ მიმდინარეობდა პროცესები – ტექსტში “ლელოს” ლიდერი ამბობს, რომ გახარიას გუნდმა მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზად სწორედ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ცუცქირიძის მიერ გაკეთებული განცხადებები დაასახელა, თუმცა ეს მიზეზი, მამუკა ხაზარაძის თქმით, არ გამოიყურება სერიოზულად და გიორგი გახარიამ უნდა აუხსნას ყველას, რატომ ჩაშალა პროცესი.

“ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კოალიციის ”ძლიერი საქართველო” ერთ-ერთი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ გუნდის მთავარი ამოცანაა ქვეყნის კეთილდღეობა.

“ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის უცვლელი – ვაგრძელებთ ძალიან მყარად და მეტი ენერგიით ბრძოლას. ჩვენ ვაჩვენებთ ამით, კიდევ ერთხელ, რომ ჩვენთვის მთავარი ამოცანაა სახელმწიფო ინტერესის დაცვა. ჩვენ სწორად გვაქვს ფოკუსი დანახული და ჩვენთვის მთავარი ორიენტირი არის ბიძინა ივანიშვილი,” – აცხადებს ნაცვლიშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ “ლელომ” ვერ მოახერხა პარტნიორებთან შეთანხმება.

“როდესაც, ერთი მხრივ, ამ სუბიექტის ლიდერი მოლაპარაკებების მაგიდასთან ზის და, ამავე დროს, მისი პარტნიორები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ასეთი შეთანხმების საჭიროებას, ეს ყველაფერს ნიშნავს. “ლელომ” ვერ მოახერხა პარტნიორებთან შეთანხმება,”- აცხადებს ანა ბუჩუკური.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
გახარიას პარტიაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ მას შემდეგ, რაც „ლელოსთან“ შეთანხმება ვერ შედგა, გიორგი გახარიას ამერიკელმა მოქალაქემ დაავალა, რომ სიტუაცია შემოაბრუნოს
Öncəki yazı
Ermənistanın İctimai Radiosunda Bakı vaxtı quruldu