This is a specific ad

ლევან მაჭავარიანი: სკოლების გაფიცვა, ბავშვების აქციაზე მიყვანა, ბოლო დღეებში ვხედავთ, რომ არასრულწლოვანები ჩართეს აქციაში, რაც პირდაპირ ამ რადიკალების დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია

33

Another advertisement

აქციებში არასრულწლოვანების ჩართვას ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივნის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყოველგვარ მორალს გაცდენილია რასაც პრეზიდენტი და რადიკალური ოპოზიციური პარტიების ლიდერები აკეთებენ.

„ბოლო დღეებში უკვე ვხედავთ, რომ ახალგაზრდები, არასრულწლოვანები ჩართეს აქციაში, რაც პირდაპირ ამ რადიკალების დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია – სკოლების გაფიცვა, ბავშვების აქციაზე მიყვანა. იქ ქალბატონმა ზურაბიშვილმა გუშინწინდელ ბრიფინგზე პირდაპირ წაახალისა ძალადობა. პირდაპირ უთხრა ახალგაზრდებს ნუ გეშინიათო, იძალადეთო, არის გარკვეული ფონდები, ჯარიმებს ჩვენ გადაგიხდითო, მაგაზე თქვენ არ ინერვიულოთო.

ყოველგვარ მორალს გაცდენილია რასაც აკეთებს ქალბატონი პრეზიდენტი, რომელსაც ერთი თვე დარჩა თავის პოზიციაზე, რასაც აკეთებენ იგივე რადიკალური ოპოზიციური პარტიების ლიდერები“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı, Təhsil
Sonrakı yazı
ჯანდაცვის სამინისტრო – 2 დეკემბერს, გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 23 აქციის მონაწილე და 3 შსს-ს წარმომადგენელია
Öncəki yazı
გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილი გააფთრებით, თუმცა ფუჭად ებრძვის ჩვენს სამართალდამცველებს და მათ ნარკომოხმარებაში ადანაშაულებს, იშვიათია ასეთი ნაძირალა პოლიტიკაში