This is a specific ad

კონიუნქტივიტი – თვალების ქავილის ხშირი მიზეზი

60

Another advertisement

თვალების არეში ქავილის შეგრძნების მიზეზი ხშირად თვალის ლორწოვანში მიმდინარე პროცესია. კონიუნქტივიტი თვალის ლორწოვანი გარსის დაავადებაა, რომელიც კლინიკურად გამოვლინდება სიწითლით, შეშუპებით, ტკივილით და ქავილით. კონიუნქტივიტის გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია. ის შეიძლება იყოს ინფექციური, ალერგიული, ენდოგენური და სხვა გარეგანი მიზეზებით განპირობებული. ადამიანებს ხშირად აქვთ ქავილის შეგრძნება თვალის არეში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ზემოთ აღნიშნული მიზეზებით. ამასთანავე ამ სიმპტომებს თან ახლავს ცრემლდენა, გამონადენი და ხანდახან მხედველობის დაქვეითებაც. კონიუნქტივიტის კლასიფიკაციაში არჩევენ ბანალურ ინფექციურ, ალერგიულ და მშრალი თვალის სინდრომით გამოწვეულ კონიუნქტივიტებს მკურნალობა ხდება ანტიჰისტამინური პრეპარატებით. განსაკუთრებით საყურადღებოა გაზაფხულის კატარი, რომელიც ხშირად რთულდება კერატიტით. ალერგიული კონიუნქტივიტის მკურნალობა ხდება ანტიჰისტამინური პრეპარატებით, როგორც ადგილობრივად, ისე ზოგადად.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Novak Türkiyədə qaz tədarükü, enerji sahəsində əməkdaşlığı müzarkirə edib
Öncəki yazı
რომელი თევზი შეიცავს მეტ ომეგა-3-ს