This is a specific ad

კახეთის გზატკეცილზე აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი, ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა გმირს – ირაკლი კობახიძე

63

Another advertisement

კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ, სადაც მერია ახორციელებს პარკის რეაბილიტაციის პროექტს, გადავწყვიტეთ, რომ აღიმართება ერეკლე მეორეს ძეგლი, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მეფე ერეკლე მეორის თავგანწირვამ და სიბრძნემ შეუნარჩუნა საქართველოს ქრისტიანული იდენტობა, რაც არის ქვეყნის ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და ხელისუფლების ვალია, სათანადო პატივი მიაგოს საქართველოს ისტორიას და ყველა გმირს.

„ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით და თქვენ იცით, რომ ჩვენი გმირი მეფე ერეკლე მეორე არის ამ თვალსაზრისით გამორჩეული. მისმა თავგანწირვამ და სიბრძნემ შეუნარჩუნა საქართველოს ქრისტიანული იდენტობა, რაც არის ჩვენი ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ეროვნული გმირის, ერეკლე მეორისთვის პატივის მისაგებად, კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ, სადაც მერია ახორციელებს პარკის რეაბილიტაციის პროექტს, გადავწყვიტეთ, რომ აღიმართება ერეკლე მეორეს ძეგლი, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით,“- განაცხადა პრემიერმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ქართველი მეუღლე და ტრადიციული ქორწილი – გაიცანით ამერიკელი მეცნიერი, რომელმაც სამივე ქართული ანბანი ისწავლა და პრინსტონის უნივერსიტეტში ქართულ საგალობლებზე დისერტაცია დაიცვა
Öncəki yazı
ხვიჩა კვარაცხელია „ბოლონიასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს