This is a specific ad

კაცი, რომელიც არასდროს იღიმის და ყველაზე მრისხანე მზერა აქვს – როგორ ცხოვრობს რეალურად და ვისზეა შეყვარებული ახალი თურქი ვარსკვლავი (ფოტოები)

63

Another advertisement

თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს ახა­ლი ტრფო­ბის ობი­ექ­ტი ჰყავთ. მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს სე­რი­ა­ლი Emanet, რო­მელ­საც ჩვენ­თან შემ­დე­გი სა­ხე­ლით, “სხვი­სი შვი­ლი“, იც­ნო­ბენ.

სე­რი­ალ­მა ახალ­ბე­და მსა­ხი­ო­ბი, ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნი თურ­ქუ­ლი კი­ნო­ინ­დუსტრი­ის ახალ ვარ­სკვლა­ვად აქ­ცია. ის მთა­ვარ გმირს, ია­მანს თა­მა­შობს. ჰა­ლილს სე­რი­ალ­ში მი­ღე­ბულ­მა როლ­მა ათა­სო­ბით ფანი შე­მა­ტა.

მომ­ხიბ­ვლე­ლი მსა­ხი­ო­ბი 35 წლი­საა და აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რი­ა­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ში მისი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია.

ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნი მომ­ღე­რა­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი, ფო­ტო­მო­დე­ლი და ფო­ტოგ­რა­ფია. მის შე­სა­ხებ ამ­ბო­ბენ, რომ ბევ­რი სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სი აქვს, ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, ის­წავ­ლოს რა­ღაც ახა­ლი და ძალა სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ა­ში მო­სინ­ჯოს.

ის 1986 წელს, პირ­ველ იან­ვარს, სტამ­ბოლ­ში და­ი­ბა­და. 2007 წელს თურ­ქე­თის სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცის მო­დე­ლი ტი­ტუ­ლი მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა ჰქონ­და. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი არა­ერთ ჩვე­ნე­ბა­ში. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ჰა­ლი­ლის პო­პუ­ლა­რო­ბა 2009 წლი­დან იწყე­ბა, რო­დე­საც YouTube არხზე თა­ვი­სი სიმ­ღე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა პო­პუ­ლა­რო­ბა მა­შინ თურ­ქე­თის სა­ზღვრებს არ გას­ცდე­ნია.

მსა­ხი­ო­ბი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ არის და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად არც ისაა ცნო­ბი­ლი ჰყავს თუ არა მას მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა. თურ­ქუ­ლი ყვი­თე­ლი პრე­სა წერს, რომ ჰა­ლილს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს სე­რი­ალ­ში მის­სა­ვე პარტნი­ორ­თან, სილა თურ­ქოღ­ლუს­თან.

ისი­ნი დიდ დროს ატა­რე­ბენ ერ­თად სამ­სა­ხუ­რის მიღ­მაც და ხში­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თობ­ლივ ფო­ტო­ებს.

სწო­რედ ამან ფა­ნებ­სა და ყვი­თელ პრე­სას გა­უ­ჩი­ნა ეჭვი, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც ერ­თად არი­ან.

მა­ყუ­რებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს ასე­ვე იწ­ვევ­და ის ფაქ­ტი, რომ ჰა­ლი­ლის გმი­რი სე­რი­ალ­ში მკაც­რი მზე­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა და არას­დროს იღი­მის. ფა­ნე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, თუ რო­გო­რია რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში მსა­ხი­ო­ბი, რამ­დე­ნად ჰგავს თა­ვის გმირს. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის პა­სუ­ხად კი “ინ­სტაგ­რამ­ზე” ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს აჩ­ვე­ნა, რომ ხან­და­ხან გა­ღი­მე­ბა მა­საც შე­უძ­ლია.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
Danimarkada gürcü mədəniyyəti günlərinin təntənəli açılışı olub
Öncəki yazı
იშვიათი და მაღალი ენერგიის მქონე სხივი დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა – მთელი საიდუმლო სხივის წარმოშობაშია: რას ამბობენ მეცნიერები?