This is a specific ad

იცით, რეალურად რას ყიდულობთ ყველის ნაცვლად?

17

Another advertisement

იცით, რეალურად რას ყიდულობთ ყველის ნაცვლად? – რეკომენდაციები, რომლებიც პროდუქტის შეძენის დროს უნდა გაითვალისწინოთ.

2019 წელს ძალაში შევიდა ტექნიკური რეგლამენტი “მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე”, რომლის თანახმად, აკრძალულია იმ სურსათის ბაზარზე განთავსება, რომელიც რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

მაგალითად, ყველი, რომელიც მცენარეული ცხიმისგან არის დამზადებული, არ შეიძლება, “ყველის” სახელით გაიყიდოს. ამასთან, მის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რომ მცენარეული ცხიმით არის დამზადებული.როგორც momxmarebeli.ge-ს ხელმძღვანელი, ვახტანგ კობალაძე განმარტავს, კანონმდებლობის ცვლილების შემდეგ, ზოგიერთი მაღაზიის დახლებზე გამოჩნდა მცენარეული ცხიმით დამზადებული პროდუქცია, რომელსაც აკრძალვების გამო, კომპანიებმა არა “ყველი”, არამედ “სულგუნი”, “იმერული”, “სახაჭაპურე” ან მსგავსი სახელები დააწერეს.კობალაძე მომხმარებელს ურჩევს, შეცდომის თავიდან ასაცილებლად, პროდუქტის შემადგენლობა კარგად წაიკითხონ.

“მყიდველებს ხშირად გვეზარება ეტიკეტების კითხვა. თუკი ეტიკეტზე წერია, რომ ესა თუ ის პროდუქტი მცენარეულ ცხიმს შეიცავს, ის პროდუქტი რძის პროდუქტი აღარ არის, აქედან გამომდინარე, ჩვენი პირველადი ინფორმაცია არის ეტიკეტი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ბაქო-თბილისი-ანკარას მარშრუტზე შესაძლოა, ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ამოქმედდეს
Öncəki yazı
ვინ იყო მირზა ჰუსეინ ჰასანზადე და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?