This is a specific ad

იშვიათი და მაღალი ენერგიის მქონე სხივი დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა – მთელი საიდუმლო სხივის წარმოშობაშია: რას ამბობენ მეცნიერები?

63

Another advertisement

ას­ტრო­ნო­მებ­მა იშ­ვი­ა­თი და უკი­დუ­რე­სად მა­ღა­ლი ენერ­გი­ის მქო­ნე სხი­ვი და­ა­ფიქ­სი­რეს, რო­მე­ლიც დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო­ში შე­მო­ვი­და.

ნა­წი­ლა­კი, რო­მელ­საც ია­პო­ნურ მი­თო­ლო­გი­ა­ში მზის ქალღმერ­თის სა­ხე­ლი ამა­ტე­რა­სუ უწო­დეს, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ენერ­გი­უ­ლი კოს­მო­სუ­რი სხი­ვია. მიჩ­ნე­უ­ლია, რომ მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე მძლავრ კოს­მო­სურ მოვ­ლე­ნებს, რომ­ლე­ბიც ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა ვარ­სკვლა­ვის აფეთ­ქე­ბას, შე­უძ­ლი­ათ ასე­თი ენერ­გი­უ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის წარ­მოქ­მნა. თუმ­ცა ამა­ტე­რა­სუს წარ­მო­შო­ბის წყა­რო მეც­ნი­ე­რებ­მა ვერ და­ად­გი­ნეს.

“ნა­წი­ლა­კე­ბი იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ მათ­ზე არ უნდა მოქ­მე­დებ­დეს გა­ლაქ­ტი­კუ­რი და გა­რე­გა­ლაქ­ტი­კუ­რი მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლე­ბი. უნდა შე­გეძ­ლოს იმის დად­გე­ნა, ცის რა ნა­წი­ლი­დან არის მო­სუ­ლი. თუმ­ცა, ამ ახა­ლი ნა­წი­ლა­კის შემ­თხვე­ვა­ში, ტრა­ექ­ტო­რი­ას წყა­რომ­დე მიჰ­ყვე­ბი და აღ­მო­ა­ჩენ, რომ იქ არა­ფე­რია საკ­მა­რი­სად მა­ღა­ლი ენერ­გი­ის მქო­ნე, რა­საც მისი წარ­მოქ­მნა შე­ეძ­ლო. მთე­ლი სა­ი­დუმ­ლოც ამა­შია — რა ხდე­ბა?” – ამ­ბობს აღ­მო­ჩე­ნის ავ­ტო­რი, იუ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კო­სი და კო­ლა­ბო­რა­ცია Telescope Array-ს წევ­რი, ჯონ მე­თი­უ­სი.

  • ნა­წი­ლა­კი 240 ექ­სა­ე­ლექტრონ­ვოლტ ენერ­გი­ას ატა­რებ­და, რაც 2,4 x 1020 ელექტრონ­ვოლტს უდ­რის. ამ დრომ­დე ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ასე­თი სხი­ვი 1991 წელს არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი — ის 320 ექ­სა­ე­ლექტრონ­ვოლტ ენერ­გი­ას ატა­რებ­და და “ღმერ­თო ჩემო“ ნა­წი­ლა­კი უწო­დეს.

“რო­დე­საც ეს ულტრა­მა­ღა­ლე­ნერ­გი­უ­ლი კოს­მო­სუ­რი სხი­ვი პირ­ვე­ლად აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ვი­ფიქ­რე, რა­ღაც შეც­დო­მა იყო, რად­გან ბოლო სამ ათწლე­ულ­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ­თა შო­რის უპ­რე­ცე­დენ­ტო ენერ­გი­ის დონე ჰქონ­და” – ამ­ბობს კვლე­ვის ავ­ტო­რი, ოსა­კის მეტ­რო­პო­ლი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კო­სი ტო­ში­რო ფუჯი.

როცა კოს­მო­სუ­რი სხი­ვი ატ­მოს­ფე­როს ურტყამს, იქ არ­სე­ბულ სხვა ნა­წი­ლა­კებს ეჯა­ხე­ბა და წარ­მოქ­მნის ნა­წი­ლაკ­თა „წვი­მას“, რო­მე­ლიც დე­და­მი­წა­ზე მო­დის. არ­სე­ბობს ობ­სერ­ვა­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ამ ნა­წი­ლაკ­თა და­ფიქ­სი­რე­ბა შე­უძ­ლია. მა­გა­ლი­თად, ტე­ლეს­კო­პის მა­სი­ვის ობ­სერ­ვა­ტო­რია იუ­ტა­ში.

  • კოს­მო­სუ­რი სხი­ვე­ბი და­მუხ­ტუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბია, ძი­რი­თა­დად პრო­ტო­ნე­ბი და ელექტრო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კოს­მოს­ში მოძ­რა­ო­ბენ სი­ნათ­ლის სიჩ­ქა­რით და გა­ნუ­წყვეტ­ლივ ეჯა­ხე­ბი­ან დე­და­მი­წას. მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის მათი წარ­მო­შო­ბის წყა­რო ამ დრომ­დე გა­უ­გე­ბა­რია.
Kateqoriya: Eksklüziv, Maraqlı
Sonrakı yazı
კაცი, რომელიც არასდროს იღიმის და ყველაზე მრისხანე მზერა აქვს – როგორ ცხოვრობს რეალურად და ვისზეა შეყვარებული ახალი თურქი ვარსკვლავი (ფოტოები)
Öncəki yazı
Azərbaycanda xüsusi karantin rejiminin müddəti uzadılıb