იუსტიციის სამინისტრო ეთნიკურ უმცირესობებს მშობლიურ ენაზე ნათარგმნ კანონმდებლობას სთავაზობს

42

იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა.

სსიპ “იუსტიციის სასწავლო ცენტრი” ეთნიკურ უმცირესობებს ქართული სამართლის სასწავლო კურსს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა ქართული სამართლის საფუძვლებსა და სამართლებრივ ტერმინოლოგიას ქართულ ენასთან ერთად უფასოდ შეისწავლის.

მარნეულის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, საკანონდებლო მაცნეს თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჟვანია უძღვებოდნენ. მათ მოსახლეობისგან სხვა საჭიროებების თაობაზეც მიიღეს ინფორმაცია.

აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეთნიკურ უმცირესობებს სხვადასხვა პროექტებსა და სერვისებს მომავალშიც შესთავაზებს.

1
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოდან უცხოეთის 54 მოქალაქე გააძევეს
Öncəki yazı
მაისიდან 20-ათასზე მეტი მოქალაქე მომატებულ კომპენსაციას მიიღებს