This is a specific ad

იტალია უკრაინას საკუთარი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებას უკრძალავს

68

Another advertisement

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას იტალიური იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე უკრძალავს.

„ჩვენ [უკრაინას] ძირითადად თავდაცვითი იარაღი გავუგზავნეთ, ახლა ჩვენ ახალი Stamp-T ტიპის ბატარეის გაგზავნას ვაპირებთ, რომელიც თავდაცვითი ხასიათისაა და მისი გამოყენება რუსულ ტერიტორიაზე შეუძლებელია. ვიმეორებთ, ჩვენ რუსეთთან ომის პირობებში არ ვიმყოფებით, ნატო რუსეთთან ომის პირობებში არ იმყოფება, ამიტომ იტალიის პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენი იარაღი უკრაინის ტერიტორიაზე უნდა გამოიყენონ“, – თქვა მან.

ეს განცხადება ტაიანიმ ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე გააკეთა.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
„გორმედის” სამედიცინო ცენტრი, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
Öncəki yazı
ცხელება, თავისა და სხეულის ტკივილი, გულისრევა – კოღოთი გადამდები ინფექციები, რომლებიც ზაფხულში და ადრეულ შემოდგომაზე ვრცელდება