This is a specific ad

ისტორიაში პირველად, მეცნიერები კიბოს ვაქცინის გამოცდას იწყებენ

74

Another advertisement

ისტორიაში პირველად, მეცნიერები კიბოს ვაქცინის გამოცდას იწყებენ. როგორც მეცნიერთა გუნდი განმარტავს, ვაქცინაცია, შესაძლოა, ქიმიოთერაპიის ალტერნატივად იქცეს. პირველად ტესტირებასა და კვლევებს ფილტვის კიბოს ვაქცინაზე ატარებენ.

კლინიკური კვლევა მეცნიერებმა 7 ქვეყანაში დაიწყეს. მათგან პირველი დიდი ბრიტანეთია. მსოფლიოს მასშტაბით ამ ეტაპზე 34 სპეციალური კვლევითი პუნქტი გაიხსნა. მომდევნო ეტაპზე 130 ცდის პირი ემზადება ვაქცინის მისაღებად.

ვაქცინა შეძლებს, ადამიანის ორგანიზმს ასწავლოს, როგორ უნდა მოძებნოს და გაანადგუროს კიბოს უჯრედები, შემდეგ კი ხელი შეუშალოს რეციდივს, ანუ დაავადების ხელახლა განვითარებას.

ვაქცინაზე გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია, BioNTech მუშაობს. ექიმები ამბობენ, რომ დიდია შანსი, მომავალში ვაქცინამ მთლიანად შეძლოს იმუნიტეტის გაძლიერება და ფილტვის კიბოს დამარცხება

Sonrakı yazı
სიგარეტის ქურდობისთვის გერმანიაში საქართვლოს ორი მოქალაქე დააკავეს
Öncəki yazı
„ჯვაროსნები“ ერთა ლიგის სექტემბრის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ