This is a specific ad

ისრაელის შემდეგი სამიზნე თურქეთი იქნება, თუმცა, როგორც ჰიტლერი შეაჩერეს, ნეთანიაჰუც იმავე გზით შეჩერდება – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

49

Another advertisement

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისრაელის შემდეგი სამიზნე თურქეთი იქნება.

მისი თქმით, ისრაელის სამხედრო ოპერაციები პალესტინის ტერიტორიებსა და ლიბანში შესაძლოა, მალე თურქეთზეც გავრცელდეს.

„ლიბანის შემდეგ, ადგილი, რომელსაც ისრაელი თვალს დაადგამს, გეუბნებით პირდაპირ, იქნება ჩვენი სამშობლო. რა ფასიც არ უნდა დაგვიჯდეს, თურქეთი გააგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ დგომას და მოუწოდებს მსოფლიოს, დაიკავოს ეს ღირსეული პოზიცია“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ისინი, ვინც მზარდ დაძაბულობაში ანკარას ნეიტრალიტეტისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვდგავართ ოკუპაციის ქსელის წინაშე, რომელსაც მთელი რეგიონის ცეცხლში გახვევა სურს. ვისაც სინდისის ნატამალი მაინც აქვს, ვერ შეძლებს დუმილს ასეთი ხოცვა-ჟლეტის დროს. ისევე როგორც ჰიტლერი შეაჩერეს, ნეთანიაჰუც იმავე გზით შეჩერდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
უბედური შემთხვევა სამხატვრო აკადემიაში – 14 წლის გოგო კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
Öncəki yazı
საქართველომ ახლახან მიიღო ანტი-ლგბტქი კანონი, რომელიც არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს, მკაფიოდ ვიტყვი, რომ ეს საქართველოს ევროპისგან აშორებს – ოლაფ შოლცმა ლგბტ თემს მიმართა