This is a specific ad

ირანის არმიის მთავარსარდალი აცხადებს, რომ ირანი მზადაა, ისრაელს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს

48

Another advertisement

ირანი მზადაა, ისრაელს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს, – ამის შესახებ ირანის არმიის მთავარსარდალმა, აბდოლრაჰიმ მუსავიმ განაცხადა.

ირანის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სიონისტური რეჟიმი დაუშვებს უმცირეს შეცდომას, ის აუცილებლად წააწყდება ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გადამწყვეტ პასუხს.

ირანის არმიის მეთაურის განცხადებით, აშშ-მა უარი უნდა თქვას ისრაელის მხარდაჭერაზე.

პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ ირანი ყურადღებით აკვირდება აშშ-ის ყველა ბაზას რეგიონში და მათ მოძრაობას. არაღჩიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ ემორჩილება საერთაშორისო წესებს, მაგრამ ირანი მზად არის, უპასუხოს შესაძლო საფრთხეებს, აქვს საკუთარი ინსტრუმენტები და მეთოდები თავის დასაცავად.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თეირანი უპასუხებს ისრაელის ნებისმიერ თავდასხმას.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
მარნეულში ,,მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში 14 ახალი სკვერი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა
Öncəki yazı
უკრაინაში ომი გრძელდება – ოკუპანტებმა სუმის ოლქს დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი