This is a specific ad

“ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ახალი მინისტრთა კაბინეტი შეასრულებს ყველა დაპირებას, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო გაცხადებული” – ნინო წილოსანი

42

Another advertisement

მთავრობის დასამტკიცებლად ემზადება პარლამენტი – პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს. დოკუმენტის სახელწოდებაა – “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ.” მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ისევ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი, მის კაბინეტში სამი მინისტრი იცვლება. მთავრობას, ნდობის გამოცხადებისთვის, უმრავლესობა სჭირდება. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, არ აღიარებს პარლამენტს და მის მიერ დამტკიცებულ მთავრობასაც.

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი მედიასთან სამთავრობო პროგრამის შესახებ საუბრობს.

“ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ახალი მინისტრთა კაბინეტი იმ ძალიან მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამით, რა თქმა უნდა, შეასრულებს ყველა დაპირებას, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო გაცხადებული. მათ შორის, სამთავრობო პროგრამა თავის თავში გულისხმობს სიღარიბის შემცირების, უმუშევრობის შემცირების, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადების აუცილებელ ნაბიჯებს და ეკონომიკურ თუ სოციალურ-კულტურულ ასპექტებს,” – განაცხადა ნინო წილოსანმა.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı, Təhsil
Sonrakı yazı
პარლამენტში პლენარული სესია დაიწყო – პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს
Öncəki yazı
ოპოზიციის სკამები არის ცარიელი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, დღეს რომ ისინი აქ ისხდნენ, ეს სკამები ზუსტად ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორიც არის დღეს – ირაკლი კობახიძე