This is a specific ad

იორმუღანლოში ეთნოფესტივალზე მანანა ჯაფარიძე იმღერებს

61

Another advertisement

იორმუღანლოში ეთნოფესტივალზე მანანა ჯაფარიძე იმღერებს

აზერბაიჯანული ესტრადის ქართველი ვარსკვვლავი, მანანა ჯაფარიძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში კონცერს გამართავს, რომელიც ეთნო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. ასეთი ფესტივალი აღნიშნულ თემში პირველად გაიმართება.

„21 ნოემბერს, 16:00 საათზე, სოფელ იორმუღანლოში, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ, ეთნო ფესტივალი გაიმართება, სადაც ექსკლუზიურად, მოწვეული, ყველასათვის საყვარელი მომღერალი, მანანა ჯაფარიძე წარსდგება ცნობილი ქართული და აზერბაიჯანული რეპერტუარით. გელოდებით, ერთად აღვნიშნოთ პირველი ფესტივალი ეთნიკურ სოფლებში!“ – აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ გულიკაშვილის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით ტარდება.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ხარაგაულში „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს
Öncəki yazı
შეჯახების შედეგად, მოზარდი დაიღუპა | სავარაუდოდ გარდაცვლილია კიდევ ერთი ადამიანი