This is a specific ad

იმერეთში, მიმდინარე წლის ბოლოს 65 უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახი ახალ სახლში იცხოვრებს

25

Another advertisement

იმერეთის მასშტაბით უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში 55-მდე სახლი აშენდა, ხოლო ამ ეტაპზე 10 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროგრამა 5 მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მიზნად ისახავს უკიდურესად შეჭირვვებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ოთხ ოჯახს სახლის გასაღები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს. სახელმწიფოს გვერდით დგომით აღნიშნული ოჯახები კომფორტულ გარემოში იცხოვრებენ.

მანამდე ისინი ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ, ხოლო მათ საკუთრებაში არსებული შენობები რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდნენ. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა სამტრედიის გარდა, თერჯოლას, წყალტუბოს, ბაღდათსა და ზესტაფონს აქვს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რუსთავში, სიკვდილს გადაარჩინეს მამაკაცი, რომელსაც გული სამჯერ გაუჩერდა
Öncəki yazı
თბილისში, პირველ სამშობიაროში, ჩვილი გარდაიცვალა