This is a specific ad

იანვარ-ივნისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი – საქსტატი

69

Another advertisement

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 453.4 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი – 354.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 340.1 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი 1 285.2 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 857.5 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 771.3 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 933.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 156.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 143.0 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 246.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 16.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 631.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 318.8 მლნ. აშშ დოლარით

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Gürcü futbolçu artıq “Lion” komandasında oynayacaq
Öncəki yazı
პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა