This is a specific ad

“თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა” – სალომე ზურაბიშვილი ელჩებს მიმართავს

69

"ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა!"
Another advertisement

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 21 ივნისს საგანგებო მიმართვით ევროპის ქვეყნებში საქართველოს ელჩებს მიმართა და მოუწოდა, რომ მათ არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის უნდა გააკეთონ არა 26 ოქტომბერს, როგორც საქართველოს დანარჩენი მოქალაქეები, არამედ დღეს.

პრეზიდენტის თქმით ელჩები ევროპის შუაგულში იმყოფებიან და იქედან ისმენენ იმტყუილებს, რასაც მისივე თქმით ხელისუფლება ავრცელებს, რომ თითოს ჩვენი ევროპული გზა გრძელდება და მიუხედავად საქართველოს პარტნიორების არაერთი ხისტი განცხადებისა თურმე საქართველო 2030 წელს მაინც შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი.

“მე ვიმყოფებოდი შვეიცარიაში შაბათ-კვირას, სადაც პრაქტიკულად ყველა ევროპელ ლიდერს შევხვდი და ისინი მეკითხებოდნენ თუ რას ნიშნავს ის, რომ ,,საქართველო მაინც შევა ევროკავშირში“, ,,მაინც“- რას ნიშნავსო, იმის მიუხედავად, რომ იღებს რუსულ კანონებს და არამხოლოდ ერთ კანონს, იმის მიუხედავად, რომ არ ისმენს არცერთ რეკომენდაციას და თვითონ არ ასრულებს არცერთ იმ რეფორმას, რომელიც საჭიროა ამ გზაზე. ” – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის თქმით მიუხედავად იმისა, რომ მან კარგად იცის რომ საჯარო მოხელეს, რომელიც დავალებას ასრულებს პასუხისმგებლობა არ მოეთხოვება, თავის მიმართვაში ამბობს, რომ “ელჩები უცხო ქვეყნებში და მით უმეტეს, ევროკავშირში, რომლებიც დღეს საქართველოს წარმოადგენენ, არ არიან ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არ არიან ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები და აქვთ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, რამეთუ ისინი წარმოადგენენ ქვეყანას და არა რომელიმე მთავრობას. მთავრობები მიდიან და მოდიან. თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, მის ინტერესებს, მის წარსულს და მის მომავალს, და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ”

მიმართვის დასასრულს კი სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს შემდეგი წინადადებით მიმართა – “ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა.”

Kateqoriya: Siyasət
Sonrakı yazı
ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე აირჩიეს
Öncəki yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, ქვემო ქართლის სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელთან, ლია მდინარაძესთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა