This is a specific ad

თუ თქვენს ასაკიან ახლობელს სჭირდება პირადობის მოწმობის განახლება, უმარტივესი ამბავია – მთავარია სრულწლოვანმა ადამიანმა მიიტანოს ექიმის ცნობა იუსტიციაში, რომ არ შეუძლია გარეთ გასვლა და დანარჩენს ყველაფერს თავად იუსტიცია გააკეთებს – ნათია ბერიძე

85

Another advertisement

თუ თქვენს ასაკიან მშობელს ან ბებია-ბაბუას სჭრდება პირადობის მოწმობის განახლება, უმარტივესი ამბავია,
მთავარია, სრულწოვანმა ადამიანმა მიიტანოს ექიმის ცნობა იუსტიციაში, რომ არ შეუძლია გარეთ გასვლა და დანარჩენს ყველაფერს თავად იუსტიცია გააკეთებს, ამის შესახებ ჟურნალისტი ნათია ბერიძე ფწისბუქზე წერს.

ჟურნალიატის თქმით, მის 92 წლის ბებიას, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია, იუსტიციის სახლის წარმომადგენლები სახლში ესტუმრნენ და აღნიანული პრობლემა მოუგვარეს.

“რომ არ დავწერო არ შემიძლია, არ ვიცი ადრე “მიშას დროს” რა როგორ იყო მაგრამ, ახლა ბებოს რომელიც 92 წლის ხდება ე.წ. უვადო პირადობაზე ვადა გაუვიდა, ნერვიულობდა არც პენსია მისცეს, ვერც არჩევნებზე მივცემ ხმასო დარდობდა(ყოველ წელს რაც აღარ შეუძლია სიარული ყუთს ითხოვს და არასოდეს გაურბის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას) ხოდა მოკლედ პირადობის გარეშე დარჩა. მეც არ ვიცოდი რა იყო საჭირო, ფაქტია, რომ ქუჩაში ვერ გადის, ფიზიკურად ამდენი ძალა არ აქვს, რომ იუსტიციაში წასულიყო, ამიტომ დავრეკე და ოპერატორს ვკითხე რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა. აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ექიმის ცნობაა საჭირო სადაც წერია, რომ ფიზიკურად გარეთ გასვლა არ შეუძლია. რა თქმა უნდა მივიტანეთ ცნობა იუსტიციის სახლში, რამდენიმე დღე გავიდა სულ და მოვიდნენ დღეს სახლში, ძალიან საყვარელი ადამიანები, დასვეს, ფოტო გადაუღეს, აუხსნეს ყველაფერი, ხელი მოაწერინეს, წავიდნენ და დაბეჭდილს გამზადებულს მოუტანენ სახლში. ეს ყველაფერი სრულიად უსასყიდლოდ, უფასოდ რაც მთავარია! არაფერზე წვალება და სირბილი არ დაგვჭირდა. მოკლედ თუ ვინმეს გაქვთ ეგ პრობლემა, რომ თქვენს ასაკიან მშობელს ან ბებია-ბაბუას სჭრდება პირადობის მოწმობის განახლება,უმარტივესი ამბავია, სრულწოვანმა ადამიანმა მიიტანოს მთავარია(არაა აუცილებელი შვილი იყოს) ექიმის ცნობა იუსტიციაში, რომ არ შეუძლია გარეთ გასვლა და დანარჩენს ყველაფერს თავად იუსტიცია გააკეთებს”, – წერს ნათია ბერიძე.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
İsrail atəşkəs razılaşması üzrə danışıqlarda iştirak edən heyətin tərkibini təsdiqləyib
Öncəki yazı
სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ