This is a specific ad

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ეროვნული მნიშვნელობის, მე-17 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ხულუტის ციხე-დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

57

Another advertisement

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ეროვნული მნიშვნელობის, მე-17 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ხულუტის ციხე-დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

სამუშაოები სამ ეტაპად მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც აღდგა მარნის სამხრეთით გალავნის დაზიანებული ნაწილი და გაკეთდა საკონსერვაციო ფენა; გალავნის ერთ მონაკვეთზე აღდგა ღიობები, სათოფურები და სამზერები; ასევე მოხდა ციხე-დარბაზის ცალკეული კოშკების, გალავნის, მარნის და ციხის საიდუმლო გვირაბის სრული აღდგენა; სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ძირითადად რვასართულიან კოშკზეც, რომლის ფარგლებშიც, მოხდა სართულშუა გადახურვები, აღდგა კიბეები და გამაგრდა კოშკის საკვამური.

ვიზიტორების უსაფრთხო გადაადგილებისთვის მოეწყო კოშკთან ასასვლელი ბილიკი და დამონტაჟდა ლითონის მოაჯირი.

ახლადრეაბილიტირებული ციხე-დარბაზის პრეზენტაციაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ XVII-XVIII საუკუნის პერიოდის საბრძოლო იარაღებს, სამოსს და ეთნოგრაფიულ მასალას. „ქართული იარაღის მუზეუმის” მიერ წარმოდგენილი ექსპოზიცია საზოგადოებას ეთნოგიდებმა წარუდგინეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” წევრების ინიციატივითა და კომპანია „არემჯის“ დაფინანსებით განხორციელდა.

რეაბილიტირებული ციხე-დარბაზი ადგილზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, “საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” წევრებმა, კომპანია “არემჯის” წარმომადგენლებმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მოინახულეს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Laçında kinoteatr açıldı – FOTO
Öncəki yazı
Burun axıntısını bir anda yox edən təbii üsul