This is a specific ad

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

37

Another advertisement

თბილისის მე-11რაიონული სამსახურის 1132 ბრიგადამ მშობიარობა ბინაზე მიიღო.

“ექიმ სალომე კოკაიას გადმოცემით, თბილისის ერთ-ერთ უბანში, გამოძახების ადგილზე მისულ ბრიგადას კორპუსის წინ პანიკაში მყოფი მეზობლები დახვდნენ. ძველებურ კორპუსში ლიფტის არარსებობის მიუხედავად ექიმები წამებში პაციენტთან იყვნენ. ნაადრევად მშობიარობა დაწყებული ახალგაზრდა ქალი იატაკზე იწვა და შველას ითხოვდა. ბრიგადის წევრების პროფესიონალიზმისა და სწორი მოქმედების შედეგად სამყაროს პატარა ვარდისფერლოყებიანი ბიჭუნა მოევლინა, რომელმაც დაბადებისთანავე იტირა. ექიმების მიერ მოხდა დედის პარამეტრების შეფასება, პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე.

ბრიგადის ექიმების მიერ დედა და ახლად დაბადებული პატარა ბიჭუნა სტაბილური მდგომარეობით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნენ გადაყვანილნი.
სალომე კოკაია მეან-გინეკოლოგია და ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობის პერიოდში მისთვის ეს ბინაზე მშობიარობის მიღების პირველი შემთხვევა იყო. ახალი სიცოცხლის დაბადების პროცესში მონაწილეობამ, მას კიდევ ერთხელ დაანახა მისი პროფესიისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.

გვეამაყება: ჩვენი ეკიპაჟის მაღალი პროფესიონალიზმი. ექიმი – სალომე კოკაია, უმცროსი ექიმი – მარიტა სომხიშვილი, მძღოლი მამუკა მიქაია” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

Kateqoriya: Maraqlı, Sağlamlıq
Sonrakı yazı
Forbes: ვაშინგტონში კაპიტოლიუმისა და სხვა სახელმწიფო უწყებების გარშემო არჩევნების გამო რკინის ჯებირებს დგამენ
Öncəki yazı
ჯერ კიდევ არის დრო! დაირეგისტრირე შენი ქონება – გაიგე დეტალები!