This is a specific ad

თბილისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნა

67

Another advertisement

26 ივნისი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დღეა.

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით და საელჩოს სამხედრო ატაშეს ორგანიზებით, 26 ივნისს – შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით თბილისში ოფიციალური მიღება მოეწყო.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო და სამთავრობო წარმომადგენლებმა, პარლამენტის წევრებმა, თურქეთის, ყაზახეთის და თურქმენეთის ელჩებმა, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების სამხედრო ატაშეებმა, ხელივანებმა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი, ფაიგ გულიევი, ღონისიებაში მონაწილეებს, მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 1918 წელს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების – ეროვნული არმიის შექმნის ისტორიასა და აუცილებლობასთან დაკავშირებით.

სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პეტრიაშვილმა და აზერბაიჯანელ ხალხს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა. პეტრიაშვილის თქმით, აზერბაიჯანის არმია ყოველწლიურად უფროდაუფრო მოდერნიზებულია და ძლიერდება, აღნიშნა, რომ ძლიერ აზერბაიჯანთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის.

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს სამხედრო ატაშეს ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ფუად იბრაჰიმოვმა განაცხადა, რომ გასული წლების განმავლობაში აზერბაიჯანმა დაამტკიცა თავი, როგორც სანდო საერთაშორისო პარტნიორი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანის არმია ადაპტირებულია ალიანსის სტანდარტებთან და მონაწილეობა მიიღო ნატოს ფარგლებში შესაბამის წვრთნებში, მათ შორის სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

Kateqoriya: Cəmiyyət
Sonrakı yazı
Portuqaliyanı məğlub edən Gürcüstan millisi
Öncəki yazı
ახალქალაქში ცოლ-ქმრის კომფლიქტი სისლიანად დასრულდა