This is a specific ad

ზღვის უბანში ახლად გახსნილი პარკი წყლის ნაკადმა დააზიანა – მერიის და GWP-ის განმარტება

40

Another advertisement

ზღვის უბანში ახლად გახსნილი პარკი, რომელზედაც მთავრობამ 40 მლნ ლარი დახარჯა, კანალიზაციამ ჩარეცხა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

“შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება”, – წერია მერიის განცხადებაში.

თავის მხრივ GWP-ში კი განგვიცხადეს, რომ დაზიანებას მათთან კავშირი არ აქვს, აღნიშნული პრობლემა მერიის მიერ მოწყობილ სარწყავ სისტემას ეხება, რომელიც ადგილზე გამწვანებას რწყავს.

“გუშინ საღამოდან ჩვენი ჯგუფი ადგილზე იყო მისული. ნახეს რა ქსელია დაზიანებული. არც წყალია და არც კანალიზაციაა ჩვენი. ეგ არის მერიის მიერ მოწყობილი სარწყავი სისტემა, რომელიც გამწვანებას ადგილზე რწყავს. ახლა, რაც თემქის სკვერში მოედინება, არის წყალი, რომელმაც მიწა ამორეცხა. დაზიანებულია სარწყავი სისტემა. ეს არის მერიის მოწყობილი და არა ჩვენი”, – აცხადებენ GWP-ში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
+18 გრადუსი – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
Öncəki yazı
ჩოხატაურში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მეოთხე ბიჭიც გარდაიცვალა