This is a specific ad

ზელენსკიმ და მაკრონმა უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური ჯარების განლაგების საკითხი განიხილეს

15

Another advertisement

უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური ჯარების განლაგების საკითხი განიხილეს. ცნობას ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ მოკავშირეებთან მშვიდობის მისაღწევად და უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიების შემუშავების მიზნით.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სიტუაცია ბრძოლის ველზე და უკრაინული ძალების წარმატება კურსკის ოპერაციაში. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ მაკრონს და ფრანგ ხალხს მათი ურყევი მხარდაჭერისთვის, რომლებიც არამხოლოდ სიცოცხლეების გადარჩენაში გვეხმარებიან, არამედ გვაახლოებენ ხანგრძლივ მშვიდობასთან და სტაბილურობასთან ევროპაში. ჩვენ აგრეთვე შევთანხმდით მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საკვანძო მოკავშირეებთან მშვიდობის მისაღწევად და უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების მოსაპოვებლად. ერთ-ერთ ასეთ გარანტიად განვიხილეთ საფრანგეთის ინიციატივა უკრაინაში სამხედრო კონტინგენტების განთავსების შესახებ“, – დაწერა ზელენსკიმ.

Sonrakı yazı
ჯუღელის და კამპუშის შეხვედრა ჩაინიშნა – ხვიჩას ტრანსფერი მალე დაიხურება
Öncəki yazı
2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ