This is a specific ad

ვფიქრობ ეს კარვები არ არის ასეთი მნიშვნელოვანი, როგორიც შეიძლება ზოგიერთს მოეჩვენოს – ლაშა ბაქრაძე

30

Another advertisement

დღეს უნდა გახდეს ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმა – შეკრება რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზეა დაანონსებული. სანამ გაირკვევა რა დღის წესრიგით მოითხოვენ პარტიები ხელახალი არჩევნების დანიშვნას, უკვე რამდენიმე დღეა დაწყებულია კარვების მობილიზება, თუმცა აქციების ამ მიმართულებით განვითარებას ოპოზიციის ზოგი წარმომადგენელი არ ეთანხმება.

“კარვებთან დაკავშირებით საუბარი მე ვფიქრობ ძალიან ნაადრევია”, – აცხადებს ენმ-ს წევრი ლაშა ბაქრაძე.

კონსულტაციები კი გრძელდება – სამი პოლიტიკური გაერთიანება მორიგ შეხვედრას ამ წუთებშიც მართავს. ადგილზე ისევ არ არის გახარიას გუნდი, რომელიც აქციას უერთდება, თუმცა კარვების იდეას არ იზიარებს.

“ძალიან ბევრი ღონისძიება მომდევნო დღეებში თბილისში ყოველდღიურად გაიმართება, მაგრამ დღეს 5 საათზე, ვაგზლის მოედნიდან პოლიტიკური პარტიის ლიდერები გავემართებით სხვადასხვა მიმართულებით რუსთაველის გამზირისკენ. პოლიტიკური ლიდერები ვიქნებით იქ, სადაც ღირსებაა დასაცავი, სიმართლე, მაგრამ ყველაფერთან ერთად – სიმრავლით ვიქნებით”, – აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა” თავმჯდომარე ნიკა მელია.

როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ემზადებიან მძაფრი წინააღმდეგობისთვის და ეს წინააღმდეგობა მანამ გაგრძელდება, სანამ მოქალაქეები არ დაიბრუნებენ “უფლებას ამ ქვეყანაზე”.

“მიმდინარეობს საკოორდინაციო შეხვედრა კოალიციურ-ოპოზიციურ პარტიებს შორის, ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავლილია, ჩვენ ვემზადებით მძაფრი წინააღმდეგობისთვის და ეს წინააღმდეგობა არ დასრულდება მანამ, სანამ საქართველოს მოქალაქეები არ დაიბრუნებენ არჩევნების უფლებას და უფლებას ამ ქვეყანაზე”, – განაცხადა “ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრმა ირაკლი კუპრაძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Dəmiryollarında olan daşlar hansı funksiyanı yerinə yetirir?-ARAŞDIRMA
Öncəki yazı
საარჩევნო ადმინისტრაცია გავრცელებულ დიაგრამებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს